Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    
№06/29 - 01

03.04.2025
ქ.თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების და ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1.ირაკლი გაზდელიანი - „ციფრული მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“  მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი  ასისტენტ-პროფესორი ლალი ხურცია  
1.2.რიჩარდ გოშაძე - „საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მთიანეთის შრომითი პოტენციალის ფორმირება“  მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი მირიან ტუხაშვილი  ასოცირებული   პროფესორი მანანა ლობჟანიძე
1.3.რუსუდან ჯაყელი - „სოციალური მედია მარკეტინგის გავლენა საგანმანათლებლო მომსახურების მომხმარებელთა ქცევაზე“ მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა 
1.4 სერგო გელაშვილი - ,,აგრარული სექტორის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში’’
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი ლალი ხურცია
1.5. ვანდა ჩიტაშვილი - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (საქართველო-ევროკავშირი) გავლენის შეფასება  საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობის  პროდუქციის ექსპორტის კონკურენტუნარიანობაზე ევროკავშირის ბაზარზე“ მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი გიორგი ღაღანიძე                                  
1.6. ლელა კინწურაშვილი - „ადამიანისეული კაპიტალის განვითარების თავისებურებები საქართველოს შრომის ბაზარზე ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში“ მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული   პროფესორი მურმან ცარციძე                                     
1.7. შოთა გაბადაძე - „უმუშევრობის სოციალური დაზღვევის სისტემის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, ციფრული ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში“ მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული   პროფესორი მურმან ცარციძე
1.8.  ჰეიდარ ალიევი - „ბუნებრივ აირზე მოთხოვნის პროგნოზირება საქართველოში" (VAR მოდელის გამოყენებით)“ მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი 

2.ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ვალერიანე ჯოხაძის მეცნიერ-ხელმძღვანელად დამტკიცდეს პროფესორი ომარ ფურთუხია.
3. ნინო გრძელიშვილის სადისერტაციო თემა  „სოციალური პოლიტიკის სრულყოფის მიმართულებები საქართველოში“ შეიცვალოს და დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საბაჟო პოლიტიკა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში“ მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი

4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი             პროფესორი          გიორგი ღაღანიძე